18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 13:32:58, 970 ნახვა

პოლიტიკა
თეიმურაზ კუპატაძე - გადაადგილების უფლებას არავის ვუზღუდავთ - ისინი პროვოკაციებზე მოდიან

ვხედავთ პროვოკაციებზე მოდის გარკვეული ჯგუფები. ჩვენ ვართ იმიტომ რომ აღვკვეთოთ და არ მოხდეს რაიმე ინციდენტი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს.

კუპატაძის თქმით, ისინი აქციის მონაწილეების სპეციალური ავტობუსებით გადაყვანას გეგმავდნენ.

 „შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს არ გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა.  ვხედავთ პროვოკაციებზე მოდის გარკვეული ჯგუფები. ჩვენ ვართ იმიტომ რომ აღვკვეთოთ და არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. ჩვენ მივუთითეთ მათ და მივეცით მარშრუტი, რა მარშრუტით უნდა წასულიყვნენ. არავის თავისუფალი გადაადგილება ჩვენ არ შეგვიზღუდავს. ყვარლის გავლით მოხვდებოდნენ ეს ადამიანები თელავში, ის რაოდენობა მანქანების შესაბამისად, თელავში რომ შესულიყო, ეს გამოიწვევდა კოლაფსს, ამიტომ ჩვენ ნაწილს შევუშვებდით თელავში, დანარჩენი ორგანიზებული გვქონდა მინიბუსები და ასევე ავტობუსები, რითიც მოხდებოდა ამ ადამიანების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, მშვიდად და უსაფრთხოდ. ჩვენ განვსაზღვრავთ მარშუტებს, ჩვენ ვართ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები, ამიტომ მოქალაქეებს ჩვენ არ ვუზღუდავთ გადაადგილების უფლებას. უბრალოდ ვაძლევთ მიმართულებას, თუ რა მიმართულებით უნდა მოხვდნენ თელავში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics