17:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 12:23:57, 1035 ნახვა

პოლიტიკა
თელავის გუბერნატორი - მოსახლეობა დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ ცერემონიალის ჩაშლა მოხდება

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას.

ამასთან მისი თქმით, თელაველები განაწყენდებიან, თუ ქალაქში რაიმე სახის პროვოკაცია მოხდება.

„მერიამ გამოუყო აქციას ადგილი ნორმალური, ცენტრალური მოედანი აქციის ჩასატარებლად. ასე, რომ, ვისაც უნდა აქციის ჩატარება ამის საშუალება ექნება. თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია, რა თქმა უნდა არ გავა და იმასაც აღვნიშნავ, რომ თელავის მოსახლეობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ მოხდება პროვოცირება და ამ საზეიმო ცერემონიალის ჩაშლა“, - განაცხადა თელავის გუბერნატორმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics