00:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 13:31:28, 1039 ნახვა

საზოგადოება
თელავში ინაუგურაციის სამზადისი თითქმის დასრულებულია

თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

მეორე დღეა ადგილზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იმყოფებიან. გარდა ამისა, უკვე მზად არის სცენა, სადაც არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს. დღის მეორე ნახევარში ტრიბუნების მონტაჟიც დასრულდება. 

როგორც მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა განაცხადა, ყველაფერი დეტალებშია გათვლილი და ინაუგურაციაზე მთავარი წამყვანი ფერი სასახლიდან გამომდინარე, ხისფერი და ქვისფერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციას 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას ჯარისკაცები და სპეციალური დანიშნულების რაზმი მიიღებს. ფიცის დადება, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics