00:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 18:42:04, 1223 ნახვა

საზოგადოება
გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის მოადგილე „გარემოს დაცვის ინტეგრირებული ჯგუფის” ფარგლებში, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, სამხრეთ კორეის, მექსიკის და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე  ქვეყნების მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხები და აღნიშული მიმართულებით დაგეგმილი პოლიტიკა განიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების, ენერგეტიკის და კლიმატის კომიტეტის შეხვედრაში, სადაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსთვის წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, გააძლიეროს დაბალემისიანი განვითარებისადმი სწრაფვა და ამ მიმართულებით ეკონომიკის განვითარება.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics