00:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 18:38:30, 1118 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები სრულდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის, ვაკის რაიონს 15 სკვერი და საბავშვო მოედანიშეემატა. პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 482 000 ლარია გამოყოფილი.

მცირე ზომის სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N38-ში, ქუთათელაძის N17-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-16 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულებულია. 

სხვა მისამართებთან ერთად, სამუშაოების ბოლო ეტაპი სოფელ თხინვალაში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის XI კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულდება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო მოედნებიეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები, საპარკე სკამები და სანაგვე ურნებია განთავსებული, ასევე, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics