|
2018-12-14 14:02:34, 937 ნახვა
პოლიტიკა
ბიურომ 14 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 14 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. დღის წესრიგის მიხედვით, კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე 45 -მდე საკითხის განხილვას გეგმავენ, როგორც კანონპროექტების, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტების. იგეგმება რამდენიმე კომიტეტის წლიური ანგარიშის მოსმენა. სხდომის დღის წესრიგშია ათამდე კენჭსაყრელი საკითხიც, რომლებიც კანონმდებლებმა წინა პლენარულ სხდომაზე განიხილეს. პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლებსაც პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით იხილავს. ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტები: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)" რატიფიცირების შესახებ"; „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)" N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების" რატიფიცირების შესახებ"; „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე". პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ასევე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". ბიურომ იმსჯელა ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)