00:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 11:23:08, 888 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

"საქართველოს ბანკის" თანაორგანიზებით 17 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართება.

დაჯილდოების ცერემონიაზე  20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.  საქართველოს ბანკი ორი წლის განმავლობაში პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია და თანაორგანიზატორია. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი ორი წელია აჯილდოვებს  საუკეთესო ქალ მეწარმეს ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, წელს კი საქართველოს ბანკმა დააწესა სპეციალური ნომინაცია „#მევქმნი – ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესს ტურიზმის ინდუსტრიაში“ და ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს. 

თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა  დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისათვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“  და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. 

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ღონისძიების  ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო! 

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 800-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოს და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics