23:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 10:34:59, 857 ნახვა

საზოგადოება
2019 წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისი მარიოტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმ მექანიზმების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას.

„სახელმწიფო იწყებს მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას ორგანული პროდუქციის წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით, რაც პრემიერ მინისტრის მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის ინიციატივის ნაწილია. აქამდე იყო ფრაგმენტული დახმარებები ფერმერული მეურნეობებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს, როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამმუშავებელი მწარმოებლებისთვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ასოციაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ორგანული მეურნეობების წახალისების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა  წლიდან წლამდე იზრდება.

შეხვედრაში მონაწილეობა ბიომწარმოებლებმა, ბიოსერტიფიცირების გამცემმა ორგანიზაციებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ახალი პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics