16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 18:14:14, 1247 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანის თქმით, რამდენიმე ქვეყანამ ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრება უკვე დაადასტურა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრეთა მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსაწვევები გააგზავნეს ყველა იმ ქვეყააში, ვისთანაც საქართველოს აქვს ურთიერთობა.

ამასთან, დღეის მონაცემებით, სომხეთის პრეზიდენტს აქვს დადასტურება გამოგზავნილი, რომ ინაუგურაციას დაესწრება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრებასთან დაკავშირებით მოსაწვევები მყისიერად გააგზავნა ყველა იმ ქვეყანაში, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ასევე, იმ საელჩოებში, რომლებიც აკრედიტებული არიან საქართველოში, ამასთან, გაიგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პროცესი დასრულებული არ არის. ყველა ინდივიდუალურად განიხილავს და შემდგომ გვაცნობებს ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ, როგორც ზეპირ, ისე წერილობით დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს დასტური სომხეთის პრეზიდენტისგან. ასევე, გვეყოლება დელეგაცია ჩეხეთიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს სენატის თავმჯდომარე, სერბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, გვეყოლება ასევე ლიტვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით. რუმინეთის დელეგაციას რუმინეთის ვიცე-პრემიერი უხელმძღვანელებს. გვეყოლება მოლდოვის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი. თურქმენეთის დელეგაციას ვაჭრობის მინისტრი უხელმძღვანელებს. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საუდის არაბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. გვაქვს დადასტურება პოლონეთიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის დონეზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურით იქნება წარმოდგენილი. ასევე იქნება დელეგაცია აზერბაიჯანიდან. ყოველწუთიერად შემოდის ეს ინფორმაცია და ეს არ არის სრულყოფილი სია, ჩვენ კვირის ბოლომდე კიდევ დამატებით გვექნება დელეგაციის შემადგენლობის შესახებ  ინფორმაცია და ყველა ამ ინფორმაციას ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics