03:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 15:44:48, 1168 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ახალი საბაჟო კოდექსი, საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში დღეს მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები დასახულ მიზნებსა და ამოცანებს არ პასუხობდა.

ახალი საბაჟო კოდექსი შემუშავდა ე.წ ღია პლატფორმაზე, რომელში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა.

პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეწარმეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ინიციატივების წარმოდგენისთვის მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ხედვაა, საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ მიზნის მიღწევისთვის.

ახალი საბაჟო კოდექსი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან. მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;  იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; შემოღებული იქნება  გარანტიის ახალი სახეობები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ჩვენს საბაჟო კოდექსს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics