16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 12:34:59, 1976 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარი იქნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

"ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება- საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების  მხრიდან,  რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში იქნება საუბარი ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია მიუღებლობა ამ საშინელი მკვლელობის და აუცილებელია, რომ ეუთოს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან იყოს მიღებული ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებაში, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი განცხადებები და რეზოლუციები, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული, კერძოდ  ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია და ლიტვის გადაწყვეტილება.

 საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში სხვა მნიშვნელოვან თემებზეც არის საუბარი, კერძოდ, ხაზგასმულია საერთაშორისო მონიტორინგის მისიების  წვდომის აუცილებლობა ამ რეგიონებზე. ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ რომ მან უკან წაიღოს აღიარება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ის უკანონო ქმედებები, რაც დაკავშირებულია მავთულ-ხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან.

აღსანიშნავია, რომ ეუთოში, სადაც რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს ვეტოს უფლებით დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, იმისათვის, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში სათანადო სიმწვავით იდგეს საქართველოს საკითხი.

მეგობართა ჯგუფში შედიან აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეტი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა. ჩეხეთი ფანცხადებას წელს შეუერთდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics