|
2018-12-06 19:01:01, 3407 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა. კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძე იქნება. რაც შეეხება კომისიის დანარჩენ წევრებს, შემადგენლობა ასე გამოიყურება: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე; მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ნათია მიქელაძე; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხეილ ნინუა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ლევან კაკავა; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე; ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ნუკრი გელაშვილი; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე - შალვა ჯაბახიძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინე აბულაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ალექსანდრე ბატიაშვილი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში - ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი - ზურაბ დარჩიაშვილი; პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები - ბაია ცანავა, მაია თაბაგარი, გიორგი მირცხულავა, გიორგი სალაყაია; მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ირაკლი ჩიქოვანი. განკარგულების თანახმად, კომისიამ ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს. მთავრობის განკარგულება იხილეთ აქ
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)