|
2018-12-06 17:00:53, 1707 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: ყველაზე ამბიციური პროგრამა, რაც წელს დავიწყეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა
„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებით რეალურად შევქმენით მექანიზმი, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად მზად იყოს“ - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლებებსა და წვრთნებს, ძირითადად საერთაშორისო მისიების შესასრულებლად გადიოდნენ. მინისტრის განმარტებით, პროგრამაში მონაწილე ყველა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ უკვე მიიღო და მომავალშიც მიიღებს ახალ, გაუმჯობესებულ სახელფასო უზრუნველყოფას, 100-დან 500 ლარის ფარგლებში, მათი წოდებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. „ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ჩვენ უკვე ორი ბატალიონი ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად მოვამზადეთ. მათ გაიარეს შესაბამისი წვრთნები, იანვრიდან მესამე როტაცია დაიწყება. პირველი როტაციის ფარგლებში 32 ამერიკელი ინსტრუქტორი მონაწილეობდა, მეორე როტაციის ფარგლებში - 29, ხოლო ქართველი ინსტრუქტორების რაოდენობა 53 -დან 70-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად, ჩვენი ინსტრუქტორების მეშვეობით შევძლებთ ანალოგიური სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას. ასევე მნიშვნელოვანია აღჭურვის კომპონენტი. პრაქტიკულად ყველა ბატალიონი გაივლის შესაბამის მომზადებას, აღიჭურვება ნატოს შესაბამისი მსუბუქი ტექნიკით, ღამის ხედვის საშუალებებით და ასევე, უსაფრთხო კავშირგაბმულობის სისტემებით. ასე რომ, დაკომპლექტების, აღჭურვის, წვრთნისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ინსტიტუციონალური საფუძვლების განმტკიცების თვალსაზრისით, ამ პროგრამას უფრო ეფექტიანად შემდეგ წლებშიც განვახორციელებთ“, -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)