|
2018-12-06 13:28:57, 1635 ნახვა
კომენტარი
მელია: რურუა თხემით ტერფამდე გამსჭვალული იყო პატრიოტული სულისკვეთებით
"ნიკა რურუა იყო თხემით ტერფამდე გამსჭვალული პატრიოტული სულისკვეთებით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში განაცხადა, სადაც ნიკა რურუას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ნიკა მელიას თქმით, რურუას გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც გაერთიანებული ოპოზიციისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის. "ნამდვილად განსხვავებული ადამიანი იყო, ეს უდავოა. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი საწყისი ცხოვრება შეცვალა. ის ყოველდღე, თავის ცხოვრების განმავლობაში, საუბრობდა, ფიქრობდა, მსჯელობდა სახელმწიფოზე, სახელმწიფოებრიობაზე, დამოუკიდებლობაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე დიდ ევროპულ ოჯახში. ეს ადამიანი თხემით ტერფამდე იყო გამსჭვალული პატრიოტული სულისკვეთებით. იყო ნამდვილად განათლებული და ერუდიტი, დიდი დანაკლისია, მოაზროვნე ადამიანი დაიკარგა ძალიან ახალგაზრდა ასაკში და გაანათლოს მისი სული, დანაკლისია არამხოლოდ ჩვენი გაერთიანებისთვის, არამედ მგონია, მთელი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში 50 წლის ასაკში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)