|
2018-12-06 13:10:29, 1631 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი ოპოზიციას - მოვუწოდებ ყველას, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზად არის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობები "ახალი ფურცლიდან დაიწყოს". ზურაბივილის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა წაგება უნდა აღიაროს. „დემოკრატიის პირველი წესი არის, რომ როცა წააგებ არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებული იყოს, არჩეული, გინდაც, პრეზიდენტი, გუნდაც დეპუტატი, ეს არის დემოკრატია, როცა წაგებას ეგუები და ვიწყებთ ახალი ფურცლიდან. მე მზად ვარ, რომ დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ყველას მოვუწოდებ, რომ დავიწყოთ ერთად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ამ განცხადებით, ზურაბიშვილი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა. გიორგი ლომიას მტკიცებით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)