|
2018-12-06 12:56:43, 2023 ნახვა
სამხედრო
ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საფრანგეთში გაემგზავრება. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება. მისი თქმით, ანტისაჰაერო სისტემები საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წელს პირველად თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% შეიარაღებაზე მივმართეთ, რის საფუძველზეც თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს ვყიდულობთ. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს, რომლებიც წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში პირველი შეიარაღება უკვე მივიღეთ და ავამოქმედეთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)