15:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 19:15:04, 1735 ნახვა

პოლიტიკა
ბასა ფოცხიშვილი - ინაუგურაციის ცერემონია უნდა იყოს ქართულიც და ამავდროულად, ევროპულიც

„საქართველოს პრეზიდენტის  ინაუგურაცია უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად, ევროპულიც,- ამის შესახებ ინაუგურაციის სცენარის ერთ-ერთმა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა ჟურალისტებს განუცხადა.

ფოცხიშვილის თქმით, ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრია და ინაუგურაციის ღონისძიების მომზადება, მისთვის პატივი და პასუხისმგებლობა იქნება.

„ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია და მადლიერი ვარ, რომ შემოქმედებით ჯგუფში მეც ვარ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად. ჩემს ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და ვეცდები, კარგი ინაუგურაცია გამოვიდეს. შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, რადგან ბევრ ღონისძიებას მოიცავს და რთული გასაკეთებელია. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება, სხვადასხვა ღონისძიებაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დღეს დავიწყებთ მუშაობას“,  – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

ცნობისთვის, ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალურ კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, კახა კახიშვილი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics