15:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:34:34, 1162 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილი ფაქტობრივად ნატო-ს წევრი ქვეყნის თანაწონადია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში  მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს სათანადოდ არის დაფასებული პარტნიორების მხრიდან.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მტკიცე მხარდჭერის მისიაში" მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხდა.

„აღნიშნულ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ფაქტობრივად თავსებადი და თანაწონადია ნატო-ს წევრი ქვეყნისა და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები. მოგეხსენებათ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და გარდა იმისა, რომ ჩვენი სამხედროები ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან გლობალური გამოწვევების წინაშე, ასევე ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუჩენთ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს“, -განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, რომელის მიმართაც ნატო-ს მხრიდან მზარდი ინეტერსია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics