15:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 11:45:30, 1254 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი: საპრეზიდენტო არჩევნებმა დაუბრკოლებლად ჩაიარა, თუმცა დარღვევებით შეშფოთებული ვართ

ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

ამასთან, ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. 

„აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომლებიც ამ არჩევნების დროს ვიხილეთ, თუმცა ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორც აღასრულებენ ქართველები ახალ კონსტიტუციას. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics