|
2018-12-05 10:46:39, 1389 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცებთან შეკრულები ვართ, ღიმილის მომგვრელია
ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ"-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზეც ისაუბრა. „აქ საუბარია იმ მინისტრზე და იმ სამინისტროზე, რომელმაც სამინისტროში მოსვლის დღიდან ფაქტიურად შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და ზოგადად, კრიმინალურ მენტალიტეტს. ჩვენ ასამდე პირი გვყავს მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის დაკავებული. ჩვენი ეს ბრძოლა, ამ დანაშაულის წინააღმდეგ უკვე გაცდა ქვეყნის ფარგლებს და ჩვენ არაერთ სახელმწიფოსთან, მათ შორის ევროპელ სახელმწიფოებთან, საკმაოდ მჭიდრო კოორდინაცია გავქვს და წარმატებული ოპერაციების ფარგლებში არაერთი პირი გვყავს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. უფრო მეტიც, მინისტრმაც ისაუბრა ამაზე და მეც გავიმეორებ, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ მთავრობაში პროექტი და გახსოვთ ალბათ, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელმაც ფაქტიურად არ დატოვა დაუსჯელი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა ქმედება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სადაც რაიმე საკანონმდებლო ვაკუუმი არსებობდა ყველა ამოვავსეთ და არამარტო ამოვავსეთ საკანონმდებლო დონეზე, არამედ რეალურად, პრატიკაში განვახორციელეთ. მაგალითად, არ ისჯებოდა კანონიერი ქურდისთვის დავის გადასაწყვეტად მიმართვა. ეს გავხადეთ დასჯადი და ამითი დღეს არაერთი პირი გვყავს დაკავებული, პასუხისგებაში მიცემული და პატიმარი, რაც ყველაზე მთავრი და მნიშვნელოვანია. ასევე, დავაინიცირეთ უკვე მთავრობაზე და ფაქტიურად ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციას ვახდენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „ქუჩური „ მენტალიტეტი ერთხელ და სამუდამო აღმოიფხვრას საქართველოში. ამიტომ, აი ამ ფონზე საუბრები, მითუმეტეს საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი არ ჯერა არავის და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)