|
2018-12-04 15:40:09, 1599 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: 800 000-ზე მეტი მოქალაქის ხმა გვაქვს და ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გროგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანა პროპორციულ ან პროპორციულ-რეგიონალურ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აუცილებელია საოლქო კომისიების გაუქმება, რომლებიც პოლიტიკოსის შეფასებით, გაყალბების მექანიზმია.
"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტოტალური შეცლა და ახალი წესით დაკომპლექტება, რომელშიც პარიტეტული საწყისები იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, პოლიტიკური პარტიები და აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოება. აუცილებლად გაუქმება საოლქო კომისიების, რომელიც არაფერი არ არის თუ არა გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმი და აუცილებლად გადასვლა პროპორციულ, ან პროპორციულ რეგიონალურ სისტემაზე. ბერკეტები ჩვენ გვაქვს, საქართველოს 800 000-ზე მეტი მოქალაქის ხმა და ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა ეშინია და ყველაზე უფრო მეტად უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას. ჩვენ, როდესაც ხელისუფლებას მივმართავთ, თუ გნებავთ ე.წ ხელისუფლებას და ამ შეთავაზებას ვაკეთებთ, გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჯერ ერთი, მთელი 4 თვიანი პროპაგანდა იმაზე, რომ მოვა გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც ე. წ. ხელისუფლება ჯიუტად მოიხსენიებს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“, დაიწყება არეულობა. აღარ მახსოვს, რომელიღაცა მათმა წარმომადგენელმა სიტყვა „სისხლისღვრაც“ კი იხმარა, არავითარი სისხლისღვრა არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ, კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში დარჩენას მუდამ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)