|
2018-12-04 15:41:47, 1328 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: უნდა შეეგუოს ოპოზიცია, ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება
„უნდა შეეგუოს ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ, რომ დემოკრატიის წესია ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, მამუკა მდიარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზოციის მხირდან პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, არის მიუღებელი სხვადასხვა მიზეზის გამო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის დემოკრატია და მათი საქმიანობა არის შეუთავსებელი ორ სხვადასხვა რამ. აქედან გამომდინარეობს ის რომ ისინი უფრთხიან ინაუგურაციას, რომელიც არის ის მიჯნა, რომლის შედეგადაც საქართველო აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატიის რელსებზე გადადის. ისინი ითხოვენ პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რაც არის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მიუღებელი ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის მთავარია ის, რომ ყველა არჩევნებს წაგებული მხარის უკმაყოფილება არ უნდა მოჰყვებოდეს ახალი და არაადეკვატური მოთხოვნები. უნდა შეეგუოს ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ, რომ დემოკრატიის წესია ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება. და ამ დამარცხებას უნდა შეეგუონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)