|
2018-12-04 15:17:51, 1607 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ზურაბიშვილზე: ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე პირში ჩვარს უდებენ, რომ ხმა არ ამოიღოს
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირების საკითხს ეხმაურება. ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს. „ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ, ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არცერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მაგრამ ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება, რაც არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40 %-ია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)