|
2018-12-04 12:58:41, 1031 ნახვა
პოლიტიკა
საბანაძე - მართლწესრიგის ოფიცრები დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების" ფარგლებში დღეს ქ. თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძემ, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა. „ახალი პოლიციელი - მართლწესრიგის ოფიცერი და ეს ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში ინერგება. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მართლწესრიგი და პარალელურად განვახორციელოთ პრევენციულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა. ამისთვის დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ. მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკ-ჯგუფები და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა. ასევე, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპოლიციო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდება მოსახლეობისთვის. მართლწესრიგის ოფიცრები მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებთან. მჭიდრო კონტაქტი ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე იქნება შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. რაც მთავარია, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულის პრევენციული საქმიანობის განხორციელება. მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა ეს ინსტიტუტი. ჩვენ შევძლებთ და საზოგადოებას შევთავაზებთ უსაფრთხო გარემოს, დავიცავთ მართლწესრიგს და უზრუნველვყოფთ საზოგადოების თითოეული წევრის უფლების და თავისუფლების დაცვას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ამ ინსტიტუტის და ამ პროექტის ინპლემენტაციის პროცესში. მათი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე, მინდა ზოგადად, მადლობა გადავუხადო მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმირების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)