|
2018-12-04 10:49:15, 1386 ნახვა
სამართალი
მალხაზ კობაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
რაიან მაიკლ სმიტის, მისი მეუღლის ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურებაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები დღეს განიხილავენ. სხდომა დახურული იქნება. 14 მსაჯული ბრალდებულსა და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს. კობაურის ოჯახის თქმით, აუცილებელია პროცესები საჯარო იყოს, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ბრალდებულის უდანაშაულობა. „გაუშვან ღიად და საჯაროდ, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სად ჰყავდათ 24 საათი გუდაურში რომ დაკითხეს. თუ კობაური დამნაშავე არის და ეს მკვლელობა მისი ჩადენილია, რატომ არ დაიმალებოდა, მით უმეტეს, შეეძლო გადასვლა ახალგორში“, - განაცხადა კობაურის დედამ, - შორენა მარტიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)