2018-12-03 17:13:58, 1359 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, - ამის შესახებ მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აბაშიშვილის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილი მზად არის ხსენებულ პროცესში ინტენსიურად ჩაერთოს.
"საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ და თავად პრეზიდენტი მზად არის, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ავტორი: ,