|
2018-12-03 12:39:59, 1297 ნახვა
კომენტარი
„ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ“ - ირაკლი კობახიძე ენმ-ის ინიციატივებს კომიკურს უწოდებს
გუშინ, ჩვენ ვნახეთ "ნაცმოძრაობის" "დიდი აქცია" და ამ აქციაზე გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კობახიძის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინიციატივები კომიკური და არასერიოზულია. "თავიდანვე ვამბობდით, რომ "ნაცმოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა აუცილებლად დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა გუშინ გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი არ აქვთ. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, შესაბამისად ისინი ვერ შეძლებენ ჩვენს პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცვათ მშვიდობა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებენ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ საუბრობდნენ სააკაშვილი, ვაშაძე და შკლიაროვი ჯერ კიდევ არჩევნებამდე. აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე. ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა ჩვენ მათი მხრიდან. თუმცა ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ პროცესები სათანადოდ ვმართოთ. რაც შეეხება მათ მიერ მოცემულ ვადას, ეს არ არის სერიოზულ და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღისწესრიგი არის ქალაქის და ქვეყნის განვითარება, არის მზადება ინაუგურაციისთვის, რომელიც შედგება 16 დეკემბერს და არის მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველას მოვუწოდებ, რომ ისინიც ასეთივე დღისწესრიგით დაკავდნენ. თუმცა ამის პერსპექტივა ნაკლებად აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იქაჩება იმაზე, რისი თავიც ნამდვილად არ აქვს. სასამართლოში ოპოზიციის მიერ სარჩელის შეტანაც, არის მორიგი არასერიოზული ინიციატივაა, რომელიც წინასწარ წარუმატებლობისთვისაა განწირული. ყველაფერი რაც გუშინ ხდებოდა იყო კომიკური და არასერიოზული. მათ შორის მათ მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ "შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, როცა ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს". გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ იფნორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა კახა ასკურავამ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პირადობის მოწმობები იპოვა, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, გარდაცვლილ მოქალაქეებს ეკუთვნის. "რაც შეეხება გურიაში აღმოჩენილ პირადობებს, ის მოწმობები, რომლებიც მათ ჰქონდათ, ამაზე თვითონ უნდა გასცენ პასუხი, საიდან ჰქონდათ ეს პირადობები და ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. "ნაცმოძრაობა" თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი ძალაა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი იყო 9 წლის განმავლობაში, სანამ ხელისუფლების სათავეში იყო და ასეთივეა ამ 6 წლის განმავლობაში. ასეთ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა", - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)