17:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 11:48:29, 967 ნახვა

საზოგადოება
რადას დეპუტატი: თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ

უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატის სემიონ სემენჩენკოს ინფორმაციით, თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ.

როგორც სახალხო დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის მის დაკავებასთან დაკავშირებით.

სემენჩენკოს თქმით, ის უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მას შემდეგ რაც პროცესუალური ღონისძიებები დასრულდება, ნათელი გახდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

 "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს უკრაინის მოქალაქეები იარაღის შესყიდვის დროს დააკავეს. ისინი დააკავეს სასტუმროში. ერთ-ერთ დაკავებულს ტყვიები აღმოუჩინეს, მეორეს იაღარი და ასე შემდეგ. გარდა ამისა ამბობენ თითქოს ისინი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე აპირებდნენ მისვლას და ე.წ. მიხო მაიდანში ონაწილეობის მიღებას. ჯერ ერთი საქართველოში არავითარი "მიხო მაიდანი" არ იგეგმება და მითუმეტეს უკრაინის მოქალაქეები არ აპირებენ მასში მონაწილეობის მიღებას. ცრუ ინფორმაცია ჩემზეც გავრცელდა, თუთქოს სადღაც გავიქეცი, მივატოვე ბიჭები. ასეთი ტიპის ინფორმაციას პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი ავრცელებს. მე ახლაც თბილისის პოლიციის შენობასთან ვიმყოფები ჩემს მეუღლესთან ერთად და ვცდილობ სიტუაციაში გავერკვიო", - წერს დეპუტატი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics