17:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 11:12:06, 936 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაული დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას თბილისის მთავარ სინაგოგაში დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

„ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს, ხანუქას ვულოცავ. ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე ძალიან მახარებს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც არის გასაფრთხილებელი. მთელი გულით მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო.

ებრაული დღესასწაული - ხანუქა დღეს დაიწყო და რვა დღე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics