|
2018-12-02 18:46:35, 1661 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ვაშაძეს მაქსიმუმი რაც ჰქონდა გაკეთებული, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქართულმა საზოგადოებამ პრეზიდენთან დაკავშირებით სწორი არჩევანი გააკეთა. ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ კარგი ბიოგრაფია აქვს. "სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, ვისაც ბიოგრაფიაში რაღაც მნიშვნელოვანი აქვს გაკეთებული, მთელი სია შეიძლება ჩამოითვალოს, მაშინ როდესაც, ვაშაძეს ყველაზე მაქსიმუმი რაც ჰქონდა გაკეთებული ეს იყო უცხოეთში ჯგუფებთან ერთად ყოფნა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან ის ადამიანებს მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ ზონაში, თითქოს რუსეთი არ იყო შემოჭრილი საქართველოში. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდა რა ხდებოდა ჩვენს თავს; ასე რომ, მოღალატეობრივი საქციელის გარდა ვაშაძე არაფერში შემჩნეული არ არის. გადახედეთ ლიდერებს, ვინც დღეს ხალხს დაძაბულობისკენ მოუწოდებს და დასკვნებს თავდა გააკეთებთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)