08:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 12:03:14, 3292 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი ჰომოსექსუალ მღვდელმსახურებს, ღვთისმსახურებაზე უარის თქმას ურჩევს

რომის პაპი ფრანცისკე ჰომოსექსუალ მღვდელმსახურებს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას ურჩევს, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

პატიფიკოსის თქმით, ბოლო პერიოდში ჰომოსექსუალიზმი ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა. მისივე მტკიცებით ჰომოსექსულიზმის მოდურობა და არსებული მენტალობა, ეკლესიაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. 

„საულიერო პირებს ასეთი მიდრეკილებები არ უნდა ჰქონდეთ. უმჯობესია ღვდისმსახურებაზე უარი თქვან, ვიდრე ორმაგი ცხოვრებით იცხოვრონ“, - განაცხადა რომის პაპმა. 

ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესია 2005 წელსაც გამოვიდა. მას შემდეგ სხვდასხვა სახის აკრძალვები მოქმედებდა მათ შორის ღვთისმსახურებისთვის, რომლებსაც არატრადიციული ორიენტაცია ჰქონდა. 2016 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ღვთისმსახურებს სქესობრივი კავშირისგან თავი უნდა შეეკავათ, მათ შორის ჰომოსექსუალური კავშირისგან. აგრეთვე იკრძალებოდა გეი-კულტურის ღია მხარდაჭერა. 

კათოლიკური ეკლესია ჰომოსექსუალობას ტრადიციულად ცოდვად აფასებს. ამასთან, პონტიფიკოსად ფრანცისკეს არჩევის შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ამ მიდგომის ლიბერალიზება მოხდებოდა.

2013 წელს, თანამდებობის დაკავების შემდეგ რამდენიმე თვეში, ფრანცისკე ამბობდა: "თუ პიროვნება არის გეი, ეძებს ღმერთს და მას კარგი ზრახვები აქვს, ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო?". 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics