07:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 13:14:02, 1519 ნახვა

სამართალი
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანს ინფორმაციით, ქუთაისში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

„როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე - აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. მე გოგონას ვაცილებდი, თქვენ დატოვეთ ქალაქი გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არცერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე... აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა აეროპორტში, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები, მეც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჩაქოლილი იქნებოდა ეს ერთი მამაკაცი“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ჩარკვიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics