14:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 12:18:04, 1454 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა კვირას, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას დაესწრება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

როგორც უგულავა წერს, იგი აქციაზე მისვლას აპირებს.

„მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე“, - წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, კვირას გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics