|
2018-11-30 20:04:11, 1456 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადები
„ქართული საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პატრტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხალხი მზად არის მშვიდად, გააზრებულად, არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება, თუმცა ამას შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდება. „დადასტურდა ყველაფერი ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა - ზეწოლა, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ყველა ეს პრობლემა და ამ პრობლემის მასშტაბი, მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ არჩევნების მეორე ტური ვერ ჩაითვლება მოქალაქეების თავისუფალი ნების გამომხატველად და ამას ადასტურებს არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან კრიტიკული დასკვნები. დასკვნებით, რომლის კრიტიკულობის ხარისხიც უპრეცედენტოა მთელი ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენი შეფასებითაც, რომელიც მთლიანად ემთხვევა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მანდატი, მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. რაც შეეხება წინსვლის და გამოსავლის გზას ამ ვითარებიდან, ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა და საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადები. ხალხი ძალიან მშვიდად, გააზრებულად, არჩევნების გზით მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად, როგორც ეს ხდება განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებში, მაგრამ ამ ცვლილებას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში, იქნება შესაბამისი პირობების შექმნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის, შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივი გადაცვლა პროპორციულ, ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)