08:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 14:20:13, 468 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქედაში მთავრობის გასვლით სხდომაზე არჩევნები შეაჯამა

28 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მეთაურობით, აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ქედაში გაიმართა. 

მთავრობის  გაფართოებულ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად აჭარის მუნიციპალიტეტების და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებით დაიწყო და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ რეგიონში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას გაუსვა ხაზი.

„პირველ რიგში ეს იყო კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის,  ევროპული მისწრაფებების გზაზე.  მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს. მათი თავისუფალი ნების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული არჩევნები, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, ქედის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით გამოირჩეოდა მაღალი აქტივობით, ხოლო სალომე ზურაბიშვილს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს დამაჯერებელი გამარჯვება.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აჭარის მოსახლეობას მოქალაქეობრივი ვალის მტკიცედ შესრულებისთვის და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

"გაკეთებულია ადეკვატური დასკვნები და მთლიანად გუნდი, ხელისუფლება მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად. სწორედ ამიტომ, არცერთ საჯარო მოხელეს, არცერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად გავაკონტროლებ რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ყურადღება და მიღებული იყოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები".

აჭარის მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics