16:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 13:13:20, 851 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „ინსორსის“ პროექტის „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

მთელი საქართველოს ბანკის და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“  პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „სტარტაპერის მანიფესტი”,  რომელიც სტარტაპსა და კორპორაციაში არსებულ განსხვავებულ ღირებულებებს, ლიდერობისა და მართვის სტილს მიეძღვნა. 

შეხვედრის მოწვეულმა  სპიკერმა,  IT  კომპანია “ლემონდუსა” და TKT.GE-ს დამფუძნებელმა, ლევან კილაძემ ისაუბრა საკუთარი გამოცდილებით შეძენილ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც მას დაეხმარა კორპორატიული კულტურიდან სტარტაპის გარემოს გააზრებასა და მორგებაში.

„ბიზნეს კაფეს“ მორიგ შეხვედრას ესწრებოდა  40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის   საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან  საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების  არაფორმალურ შეხვედრას საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics