08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 12:06:44, 2860 ნახვა

მსოფლიო
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს აღარ შეხვდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

პუტინის და ტრამპის შეხვედრა პირველ დეკემბერს, არგენტინაში, "დიდი ოცეულის" შეკრებაზე უნდა შემდგარიყო.

"გამომდინარე იქედან, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნდნენ, გადავწყვიტე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი წინასწარ დაგეგმილი შევედრა გავაუქმო, რადგან ყველა მხარისთვის ასე აჯობებს. მე მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან სამიტს", - წერს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ჩაშლა მოულოდნელი არ აღმოჩნდა, რადგან 28 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვეზღვაურების გადაცემა არ შედგება, მან შესაძლოა შეხვედრა ჩაშალოს.

თეთრი სახლის ლიდერის ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკვე გამოეხმაურა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, ეს სამწუხარო ფაქტია.

"დასანანია, რომ შეხვედრა არ შედგება. ეს ნიშნავს, იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო", - დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics