|
2018-11-29 22:12:50, 1998 ნახვა
კომენტარი
„სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა, ის დღეს უცხოელია“ - ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას არ მისცემს
მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის შეფასებით, სააკაშვილმა ქვეყანასთან კავშირი დაკარგა. "მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე. პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა. აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან ამ ქვეყანასთან კავშირი დაკარგა. დღესდღეობით ის უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება არასტაბილურობა. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მომცა - ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)