|
2018-11-29 17:04:28, 1121 ნახვა
პოლიტიკა
NDI: მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო, ხასიათდებოდა ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით
არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით ხასიათდებოდა, - ამის როვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი. როგორც NDI-ის ანგარიშია ნათქვამი, დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. "ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს. მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და - შეიძლება ითქვას - ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დეგელაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)