13:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 16:41:45, 916 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის

„პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის. სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდება თუ როგორია მათი საბოლოო შეფასება  არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ მუშაობის მხრივ.

„რათქმაუნდა ის მძიმე შეფასებები ,რომელიც გვქონდა გუშინ არჩევნების ხარიხსთან დაკავშირებით ძალაშია და განვლილი ღამის განმავლობაში გამოჩნდა, კიდევ უფრო მეტი დარღვევა რაც ამტკიცებს ჩვენში, იმ აზრს ,რომ აღნიშნული არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე და შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი, ქართული დემოკრატიისთვის.  სწორედ აქედან გამომდინარე ვისმჯელებთ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ ისიც ,რომ პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში, არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ,   ‘’ევროპული საქართველოსთვის‘’ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე. ჩვენ მიგვაჩნია ,რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები ,რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები.  სწორედ აქედან გამომდინარე  მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ, ისეთ გადაწყვეტილებას ,რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს“, -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics