13:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 15:42:53, 1104 ნახვა

პოლიტიკა
ვიგენენი: ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებამ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხაზი წაშალა

ეუთო-ს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორის კრისტიან ვიგენენის განცხადებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

როგორც ვიგენენმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური კონკურენტული იყო, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა.

"მეორე ტური დადებითად შეფასდა. იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, თუმცა ჩვენ უნდა აღვნიშნოთ უარყოფითი ხასიათი საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ძირს უთხრიდა პროცესს. მკაცრი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, რომელმაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხაზი წაშალა, მძაფრი პოლარიზაცია, მიკერძოება საჯარო მაუწყებლისგან, ობიექტურობას ვერ უზრუნველყოფდა. ამავდროულად ეს იყო უნიკალური არჩევნები, რადგან ქვეყანაში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ასევე იმის გამო, რომ მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლო ჯერ აირჩია. ჩვენი მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი იყოსგაუმჯობესებული", - განაცხადა ვიგენენმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics