13:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 13:04:20, 999 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი მზადაა ქალბატონ ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

უწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა მხარდაჭერას უდასტურებს და ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში, დამოუკიდბელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩეული იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

საფრანგეთი მას ულოცავს გულწრფელად და უსურვებს წარმატებას საკუთარი ფუნქციის განხორციელებაში.

საფრანგეთი მზადაა ქალბატონ ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული საუკეთესო და უძველესი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს ჩვენი ძლიერი განზრახვის იმედი, გავაგრძელოთ საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics