13:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 22:16:28, 1067 ნახვა

პოლიტიკა
Gallup International-ის ეგზიტპოლის შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმათა 57% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 43%

Gallup-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ამომრჩეველთა 57%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 43%-მა.

კვლევა ტელეკომპანია „იმედის“-ის დაკვეთით ჩატარდა. მასში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 10 204-მა რესპოდენტმა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა. Edison research-ის პირველადი მონაცემებით, არჩევნებში ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ვაშაძეს  45%-მა.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ხოლო საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაინიშნა.

არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს აშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი.

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა დღეს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩიეს, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევა ამიერიდან არაპირდაპირი წესით მოხდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics