|
2018-11-28 18:10:28, 1032 ნახვა
პოლიტიკა
„ვაკის მე-2 საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობა დაფიქსირდა“ - გაერთანებულ ოპოზიცია „ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს
გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე, ვაკის მე-2 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ერთი-ერთი მოქალაქე ვაკის მეორე საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მამა-შვილს ერთი და იგივე სახელი აქვს და ამ ინციდენტში სწორედ ისინი მონაწილეობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. „მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ მართლაც ცრუპენტელა შტაბის წევრებს, რომლებიც საოცრებებს ავრცელებენ ხოლმე, ერთ-ერთ ვიდეო მასალაზე მათ განაცხადეს , ეს თურმე გადასატანი ყუთი ყოფილა, ალბათ ამ ვიდეო მასალაზე ამათ დაინახეს გადასატანი ყუთი, რომელიც ვერ დაინახა ვერავინ. მათთვის არსებობს პროცედურა, რომ საღსალამათი ადამიანი გამოდის, აძლევს ხმას, კონვერტში დებს ამ ყველაფერს. მათთვის ეს ნორმალური და ლეგალურია. ხალხნო, ვიდეო შეხედეთ რა თავიდან ბოლომდე, ვთქვათ და ეს გადასატანი ყუთით უნდა მისულიყო ადამიანი იმ კონკრეტულ პიროვნებასთან, ეს არის პროცედურა?! ახლა რაც შეეხება ვაკის მეორე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დოკუმენტაციებში ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჩემს განცხადებას, ახლა ჩემს გვერდით დგას ამ საარჩევნო უბნის დამკვირვებელი, რომელმაც თვითონ დააფიქსირა ეს ყველაფერი, ის თვითონ მოგიყვებათ, რაში მდგომარეობს სიმართლე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ბრიფინგზე იმყოფებოდა ამ საარჩევნო უბნის დამკვირვებელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მოქალაქე დავით შენგელიამ წარადგინა ლამინირებული პირადობის მოწმობა, რომელზეც დატანილი სურათი და სამაგიდო სიის სურათი შეუსაბამო იყო. „როდესაც დავსვი შეკითხვა, თუ რატომ არის ასეთი აცდენა სამაგიდო სიის და პირადობის მოწმობას შორის, ამან გამოიწვია ძალიან დიდი აგრესია კომისიის მდივნის და თავმჯდომარის მხრიდან. რეგისტრატორმა, პრაქტიკულად, წამართვა ხელიდან ეს პირადობის მოწმობა და სასწრაფოდ მისცეს ბიულეტენი ამ ადამიანს და ჩააგდებინეს ყუთში. ხოლო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისი პრეროგატივა იყო, გადაეწყვიტა, ადამიანი ხმას მისცემდა თუ არა“, - განაცხადა დამკვირვებელმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)