|
2018-11-28 17:39:33, 957 ნახვა
პოლიტიკა
საია მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარნეულის #49 უბანზე სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი და იგივე ამომრჩეველის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი. საია უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. „საიას დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა, განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდგომ, მან უბანი დატოვა. გარდა აღნიშნული ფაქტისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად - 11:32 საათზე, ხოლო მეორედ - 14:08 საათზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი. საიას დამკვირვებლის მიერ #49 საარჩევნო უბნის სიის გადამოწმების შედეგად, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება. რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე 15:25 საათზე 5 პირს, რომელსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ. საიას დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს. ამ დრომდე დაფიქსირებული დარღვევების გამო, საია მოითხოვს მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას (აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი) და შედეგების ბათილობას. საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)