13:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 14:27:25, 1076 ნახვა

პოლიტიკა
სერვისების განვითარების სააგენტო პირადობებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს.

"ექსპრესნიუსი" სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობები გამოავლინეს, საარჩევნო სამაგიდო სიასა  და პირადობის მოწმობაში არსებული მათი ფოტოები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მისამართზე, იდენტური სახელით და გვარით დარეგისტრირებულ მამა-შვილს. კერძოდ:

ზურაბ ჩაკვეტაძე - დაბ.  1948 წელს და მისი შვილი, ზურაბ ჩაკვეტაზე, დაბ. 1993 წელს და მცხოვრები თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, კორპუსი 5ა.  (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N14-ე უბანზე);

დავით შენგელია - დაბ. 1947 წელს და მისი შვილი, ასევე დავით შენგელია, დაბ. 1974 წელს, მცხოვრები ვ. ბარნოვის ქ. N81. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N2-ე უბანზე)

სავარაუდოდ ორივე შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მამა-შვილიდან ერთ-ერთი იყო მისული და ადგილზე მყოფ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შეცდომაში შევიდა, შესაბამისად დეზინფორმაცია გაავრცელეს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics