13:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 14:05:26, 1030 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ყველას ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან

"რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას კვლავ ცდილობდა რამდენიმე პირი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა დანაშაულის ჩადენისგან თავი შეიკავონ. 

"რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას რამდენიმე პირი კვლავ ცდილობდა, ესენი არიან: მანანა ჩიტაძე, ნინო ცერცვაძე, დანიელ თუნდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავში მოქმედ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ ნაცმოძრაობის აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ, თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულისკენ გიბიძგებენ. აქედან გამომდინარე ვაფრთხილებ ყველას, ეს არის დანაშაული, რომელსაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოყვება. ყველას ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებისგან, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან. ვხედავთ, რომ 10-ზე მეტია უკვე შემთხვევა , რომელიც დაფიქსირდა რუსთავში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არამხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირების მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში და რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics