12:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 13:25:00, 1089 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: მარნეულის 21-ე უბანზე ბიულტინები გარეთაა გამოტანილი - ყალბი პირადობით, ხმის მიცემის მცდელობაც იყო

„ქართული ოცნება" იყენებს ყველა ხერხს და მეთოდს, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნებამდე, გაყალბების კუთხით“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დარღვევები რეგიონებშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, მარნეულში საარჩევნო ბიულეტენები გარეთაა გამოტანილი. ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო თვალსაზრისით, არჩევნებს ვატარებთ თუ რა ხდება საერთოდ ქვეყანაში?! არანაირი კანონის ნორმის დაცვა არ ხდება და სრული ბუკეტი გვაქვს იმ კატასტროფების, რასაც ვამბობდით. არ გამოგივათ იცოდეთ ამ დარღვევების ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავაფიქსირეთ ყალბი პირადობის მოწმობები დავით შენგელიასა და ზურაბ ჩაკვეტაძის სახელით. ზურაბ ჩაკვეტაძე რეგისტრირებულია ყიფშიძის ნომერ 5-ა-ში, მათი სურათები სხვა არის საარჩევნო სიაში, პირადობა უჭირავთ ხელში სხვა  სურათით.  იგივე ხდება ქუთაისში, პლანშეტებში, რომელიც საარჩევნო კომისიამ დაარიგა სურათებს არ აჩვენებს, რითიც ხდება ადამიანების გადამოწმება. მარნეულის 21-ე უბანზე ბიულეტენები არის გარეთ გამოტანილი და ყველას თვალწინ ახდენენ ხელმოწერას გარეთ ძალით, ახაზინებენ მათთვის სასურველ კანდიდატს და კონვერტში იქვე დებენ. რა დავარქვათ ამას, არჩევნებია ესაა?! ეს არის სრული კატასტროფა. ყვარლის მე-8 უბანზე, სოფელ ახალსოფელში წინასწარ აქვს  ბეჭედი დასმული ბიულეტენს. გაყალბებისთვისაა გამზადებული ბიულტენები“, - განაცხადა ვაშაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics