2018-11-28 11:07:04, 2973 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო ვლადიმერ პუტინს: გთხოვთ, გაერთრიეთ უკრაინიდან!
ბატონო პუტინო, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ეს ის მესიჯია, რომელის მას სურს, რომ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრისას გადასცეს.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინული ჯარი მზად არის საკუთარი ქვეყანა დაიცვას, თუმცა პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ამერიკა დანაპირებს შეასრულებს და უკრაინას მხარს დაუჭერს.
"რუსეთის რეალური მიზანი ზღვის ოკუპაციაა. ის რაც მოხდა, აგრესიის წამოწყება იყო. რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთი თავს გვესხმის იმის გამო, რომ არ გვინდა რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყოთ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ავტორი: ,