14:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 16:57:11, 1061 ნახვა

საზოგადოება
„ადამიანები, რომლებიც ცვლიან გარემოს“ - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტისთვის დაჯილდოვდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ТHE NEW YORK TIMES - ის ყოველწლიური გამოცემის Turning Points-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

„ადამიანები რომლებიც ცვლიან გარემოს“ - ასე ეწოდება ნომინაციას და ჯილდოს, რომელიც მამუკა ხაზარაძეს „საუკუნის სახელების" დაჯილდოების ნაწილში, საუკუნის პროექტის - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გადაეცა.

ТHE NEW YORK TIMES-ის ყოველწლიური გამოცემის TURNING POINTS - ის პირველი ლიცენზირებული გამოცემის წარდგენა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. Turning Points - ს, რომელსაც წლის მაპროგნოზირებელ გამოცემასაც უწოდებენ, წელს მსოფლიოს 26 ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა.  ჟურნალი “Turning Points” 2018 წლის საინტერესო კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიებს, ესეებს, ამ სფეროების წარმომადგენლების პორტრეტებსა და ფოტოპროეტებს აერთიანებს, მათ შორის, ინტერვიუს მამუკა ხაზარაძესთან, სათაურით - „უფრო მეტი, ვიდრე ღრმაწყლოვანი პორტი“.

გამოცემის წარდგენაზე საუკუნის სახელების საპატიო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კომპოზიტორი გია ყანჩელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics